09.09.2016
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 8 სექტემბრის №888 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პოგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარმოსადგენი სპეციალური ანკეტა-კითხვარის ფორმა და ასევე განისაზღვრა მისი წარმოდგენის ვადები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, ვალდებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ანკეტა-კითხვარი წარმოადგინონ 2016 წლის 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.