15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის მე-60, 186–ე, 112–ე საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლას „პოლიგლოტი“ ეწვია და სკოლის წარმომადგენლებს პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
წელს უპრეცედენტოდ დიდია პირველკლასელთა რაოდენობა. ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს კომპიუტერი გადაეცემა, სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ექნება ყველა მოსწავლეს.
დასრულდა 10 და მიმდინარეობს 11 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, მზად არის 7 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი მშენებლობის დასაწყებად, რამოდენიმე ასეულ საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორისაა ათასწლეულის ფარგლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებულად საინტერესო სასკოლო ცხოვრებას შესთავაზებს მოსწავლეებს, იქნება დატვირთული ახლებური პროექტებითა და ახალი პროგრამებით.