ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე შეხვედრა გამართა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და აკადემიურ საბჭოსთან.