საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნენსი ლიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნეს.
სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა და იგი ერთ-ერთია იმ 12 საჯარო სკოლას შორის, რომელთა რეაბილიტაციაც 2016 წელს პირველი სარეაბილიტაციო სეზონის შედეგად დასრულდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში.