კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრისას გიორგი ჩახნაშვილმა პედაგოგების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, უსაფრთხო სკოლასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილე პირველი საჯარო სკოლის ქიმიის ლაბორატორიას გაეცნო. სასკოლო ლაბორატორია მისი დამაარსებლის, ამავე სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის თინათინ ჭოჭუას სახელს ატარებს და ერთ-ერთი უნიკალურია საქართველოში. ლაბორატორიის აღჭურვა ჰოლანდიურმა მხარემ, საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის მხარდაჭერით განახორციელა.
გიორგი ჩახნაშვილი ქალბატონ თინა ჭოჭუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო, რომლის ინიციატორებიც ფოთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ.