ცოდნის დონის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მედიაპროექტ „ეტალონს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მოხდება მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა, რათა ცოდნის შეძენისა და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიმართულებით, ინტელექტუალური შეჯიბრის - „ეტალონის“ საშუალებით მოხდეს მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო, პროექტის წარმომადგენლებს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რესურსცენტრების ინფორმირებაში, რომ საჯარო სკოლებისთვის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება და გავრცელება მოხდეს.