საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ლაიალა გადმა მინისტრს მადლობა გადაუხადა იუნისეფთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რაც სამინისტრომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის გაწია.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე - განსაკუთრებით სკოლამდელი განათლების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება კი, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე გამახვილდა.