განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კანადაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა მას ქვეყნის სახელმწიფო მინისტრთან ფლეტჩერთან ჰქონდა. მინისტრმა გააცნო კანადურ მხარეს პროგრამა, რომელიც საქართველოში 1000-ი უცხოელი მასწავლებლის ჩამოყვანასა და სკოლებში ინგლისურის გაძლიერებით სწავლას ეხება. დღესვე დიმიტრი შაშკინს შეხვედრა ჰქონდა ოტავის ენების ცენტრში, სადაც ამ პროგრამის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდნენ.