საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI), განათლების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და ექსპერტები.
შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ორწლიანი სამოქმედო გეგმა, მასში გაწერილი საქმიანობების შესრულების მიმდინარეობა და მთავარი გამოწვევები. დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფართოდაა წარმოდგენილი აღნიშნულ დოკუმენტში და ახორციელებს საქმიანობებს განათლების ყველა საფეხურზე. მათ შორის, ადრეული ქორწინების, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, მიგრანტთა უფლებების, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ძალადობის პრევენციის კუთხით.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და დაგეგმეს შემდგომი თანამშრომლობის გზები.