არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. შეხვედრას აღიარების კომისიის წევრები, კონსულტანტები და იმ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც პროგრამის პილოტირება მიმდინარეობს.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მაძიებლების დოკუმენტები და შედგენილი პორტფოლიოები, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს კონსულტაციები არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირების შეფასების განსახორციელებელ პროცესთან და პორტფოლიოსთან დაკავშირებით.
არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს განხორციელდება და მოიცავს ორ სფეროს - სოფლის მეურნეობას (გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით).
არაფორმალური განათლების აღიარება დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ფორმალური განათლებისგან დამოუკიდებლად, არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება და მიიღონ სრული პროფესიული კვალიფიკაცია ან, დააგროვონ კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.