Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ქვეუწყებებისა და საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კონფერენციას განათლების ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი ქვეყნის - ფინეთის განათლების ექსპერტები - გლობალური ელექტრონული სწავლების სტრატეგიის გუნდის დირექტორი Microsoft-ის მსოფლიო განათლების ორგანიზაციაში კატი ტიანენი და Microsoft-ის საგანმანათლებლო მოწყობილობების გუნდის ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თეო მილევი უძღვებოდნენ.
ფინელი ექსპერტები მთელ მსოფლიოში განათლების სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განათლების პოლიტიკის შემქმნელებთან და სკოლებთან თანამშრომლობენ და ამით ეხმარებიან მათ განახორციელონ სწავლება და მიღებული ცოდნის სრული რეალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.