იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იღებდნენ მონაწილეობას.
სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
• შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა სამუშაო ადგილებზე;
• საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო რესურსები;
• უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება;
• მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017 - ორგანიზაციული საკითხები;
• კანონმდებლობიდან გამომდინარე დამაბრკოლებელი გარემოებები პროფესიულ და აკადემიურ პროგრამებთან მიმართებით. პრობლემები ინსტიტუციური განვითარების კუთხით;
• არაავტორიზებული დაწესებულებები და იურიდიული პირები განათლების სფეროში, გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოწვევები განათლების ერთიანი სისტემის განვითარების კონტექსტში;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტების მოქმედების შესახებ სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
• საგანმანათლებლო პროგრამაში სამაგისტრო ნაშრომის შესრულების ვალდებულება. საგანმანათლებლო პროგრამაში სამაგისტრო ნაშრომის შესრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.