საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აშშ-ის დელეგაციას შეხვდა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე ასევე ესწრებოდნენ, ხოლო ამერიკის მხარეს აშშ-ის საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს საჯარო დიპლომატიის მიმართულების ხელმძღვანელი ბეჯამინ ზიფი, აშშს-ს განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი თომას მელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი წარმოადგენდნენ.
ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას. სპეციალური აქცენტი გაკეთდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აქტივობებზე საქართველოში, USAID -ისა და აკადემიურ გაცვლით პროგრამებზე.
ქართულმა და აშშ-ს მხარეებმა, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.