გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr”-ის ახალი საბაგირო გაიხსნა. საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
2016 წელს გუდაურში ამოქმედდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაც, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და სამთო გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით დაფუძნდა. სასწავლებელმა საშემოდგომო მიღებაზე პირველი სტუდენტები უკვე მიიღო სამთო სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით.