26.12.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის განხორციელებას. პროგრამის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის მოდერნიზაციის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი აქტივობები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის არსებული სისტემის შეფასება შესაბამისი მაღალი რეპუტაციისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მიერ; მართვის არსებული სისტემის SWOT ანალიზი - ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და რისკების იდენტიფიკაცია; მართვის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და სხვა.