ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
სხდომაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. შემდეგ კი, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების საკითხები, რექტორების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაში ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობის საკითხი და სხვა.