ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღეების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის მიმართულებით გაიმართა.
საინფორმაციო დღეზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ჰორიზონტი 2020 პროგრამის მიზნებისა და მონაწილეობის წესების შესახებ. ასევე, ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკის მიმართულებით გამოცხადებული და დაგეგმილი კონკურსების შესახებ. მოკლედ იქნა მიმოხილული მკვლევართა გადამზადებისა და კვლევითი კარიერის განვითარებისთვის მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები: მიმდინარე და დაგეგმილ კონკურსები.
საინფორმაციო დღეზე კვლევითი ინსტიტუტებისა თუ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიეწოდე ინფორმაცია ჰორიზონტი 2020 პროგრამის კიდევ ერთ მხარდაჭერ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომლის ფარგლებშიც, კვლევებისა და ინოვაციის კუთხით ნაკლებად განვითარებულ ინსტიტუციებს, მათი სამეცნიერო და ტექნოლოგიური დონის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან და/ან უნივერსიტეტებთან დამეგობრების შესაძლებლობა ეძლევათ.