სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ მონაწილე მოსწავლეებმა, მათ მიერ განხორციელებული პროექტების ფოტოგამოფენა წარმოადგინეს. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, აშშ-ის კონგრესის წევრების მეუღლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა, PH International საქართველოს ოფისის დირექტორმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“, 2014 წლის ოქტომბრიდან საქართველოს თერთმეტივე რეგიონის 480 სკოლაში ფუნქციონირებს და მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ახორციელებს. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თბილისში პროგრამა 60 სკოლას მოიცავს, პროგრამის თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციაა ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლი“.