საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ყველა მოსწავლეს ექნება ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. სკოლებში ამოქმედდება სახელოვნებო წრეები, ჩატარდება ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები ვინაიდან, მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეების ხელოვნებით დაინტერესება და მათი ჰარმონიულ განვითარება.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთა თეატრალურ ფესტივალს.
ფესტივალის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაედგათ სპექტაკლები
ერთი ან რამდენიმე ქართული თანამედროვე ან კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით.
ფესტივალის ფარგლებში, 76 სპექტაკლი დაიდგა,
მათგან კომისიამ 4 საუკეთესო შეარჩია. მათ
შორის პირველი ადგილი ჭიათურის პირველი საჯარო
სკოლის სპექტაკლმა დაიკავა. გამარჯვებული სპექტაკლის ჩვენება და მონაწილეთა დაჯილდოება დიპლომებით და კომპიუტერული
ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით ჭიათურის დრამატულ თეატრში გაიმართა.