14.03.2017
საქართველოს რეგიონების ხუთ საჯარო სკოლაში (საგარეჯო, კოდა, წინწყარო, დმანისი, შაუმიანი) ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC) შეიქმნა. ცენტრები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებასა და სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობის ჩვენებას ისახავს მიზნად. მასში ერთიანდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოზარდები.
იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა მათ მიერ გამოვლენილი პრობლემების მოგვარება შეძლონ, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების საინიციატივო ჯგუფებმა პრობლემების მოგვარების გზების შესახებ საპროექტო წინადადებები მოამზადეს. საუკეთესო პროექტების ავტორებს კი ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის RDFG მიკროგრანტებით დააჯილდოვებს.
ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) მონაწილეებისათვის ტრენინგები გრძელდება. ისინი იღებენ ინფორმაციას თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, ახალი კულტურების, ასევე ბიზნესის მართვისა და მეწარმეობის საფუძვლების შესახებ. სკოლებში არსებული რესურსებისა და პირობების გათვალისწინებით, იგეგმება სხვადასხვა პროექტის შემუშავება და სკოლის ტერიტორიაზე სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა.
პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), გერმანიის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებითა და World Vision-გერმანიის მხარდაჭერით ახორციელებს.