„ახალციხის ციხეზე“ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, „თავისუფალი გაკვეთილების” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ თემაზე - საქართველოს ისტორია და სამცხე–ჯავახეთი. მოსწავლეებმა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლიდან იყვნენ, ციხესთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს. ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებს შეხვდა და მათი შეფასებები მოისმინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალი, მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობისა და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. სწორედ ასეთ აქტივობას განეკუთვნება სასწავლო ექსკურსიები, რომელიც სრულიად ახალ ფორმატში აღდგა.
გასვლითი გაკვეთილები
„ახალციხის ციხეზე“ გაგრძელდება და მის ორგანიზებაში სამინისტროს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ახალციხის მერია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ციხის ადმინისტრაცია დაეხმარება.