საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრომ, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ, მაროკოს სამეფოსა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის ათასწლეულის გამოწვევის ფონდების დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ განათლების სექტორში მიმდინარე წარმატებული პროგრამების შესწავლა და მათი შემდგომ მაროკოსა და ელ-სალვადორში დანერგვა და განხორციელება იყო. წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს დელეგაციის ვიზიტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს მთავრობასთან და განსაკუთრებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება, პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ცვლილებებზე გამახვილდა.