პროექტის ფარგლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისისა და რეგიონების 20 სკოლის სპორტის მასწავლებელი, 2 ფსიქოლოგი და სპეც. მასწავლებელი გადამზადდება. სამინისტროს მხრიდან განხორციელდება პროცესის/დანერგვის მონიტორინგი და შეფასება, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოდული დაინერგება ყველა სკოლაში.