ბულინგის პრევენციის მიზნით, მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისთვის და პირველად, სკოლის ფსიქოლოგებისა და მშობლებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომლის მიზანია, სამიზნე ჯგუფისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება რა უნდა გაკეთდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად და მისი პრევენციისთვის მოზარდებში.
პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა კონკრეტული სკოლების დამრიგებლები გადაამზადეს, პარალელურ რეჟიმში ტრენინგების ციკლში სამიზნე ჯგუფის დანარჩენი წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ისინი მაქსიმალურ ინფორმაციას იღებენ ბულინგის და მისი თავიდან აცილების თემაზე. დღეს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის 50-მდე დამრიგებელს ტრენინგზე მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვია და ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო.
ტრენინგები პროექტის "ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია" ფარგლებში ტარდება და მისი ძირითადი თემებია:
· კომუნიკაციის ფსიქოლოგია
· სასკოლო ასაკის ბავშვისა და მოზარდის ქცევითი და ემოციური პრობლემები და მასზე ეფექტური რეაგირების სტრატეგიები
· ძალადობა ფსიქიკური ჯანმრთელობა, დესტრუქციული ქცევა, აგრესია, თვითდაზიანება, სუიციდ დამოკიდებულება
ტრენინგის მიზანია შესაძლებელი იყოს ძალადობრივი, დესტრუქციული და თვითდესტრუქციული ქცევის ნიშნების ამოცნობა, მათზე დროული და ეფექტური რეაგირება და პრევენცია.