საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლების პროექტს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. პროექტში ჩართვა შეუძლიათ 5-15 წლის მოსწავლეებს, რომლებიც ქართულს ნულოვან, მინიმალურ ან საშუალო დონეზე ფლობენ. გაკვეთილები ტარდება ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში ქართული ენის კვალიფიციური პედაგოგების მიერ.
2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში დიდ ბრიტანეთში განხორციელდა საპილოტე რეჟიმი. ჩატარდა სულ, 15 გაკვეთილი. საპილოტე რეჟიმის წარმატებით განხორციელებისა და აღნიშნულ პროექტში სხვა ქვეყნების ჩართვის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყდა პროექტის მასშტაბის გაზრდა. ამ ეტაპზე, დიდი ბრიტანეთის გარდა, პროექტის განხორციელება შესაძლებელია სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.