სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მონაწილეობით, ავსტრიაში 2017 წლის მსოფლიო სპეციალური ზამთრის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც პირველად მონაწილეობა საქართველოს სპეციალიზირებული სკოლების წარმომადგენლებმაც მიიღეს და სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის მე-200 სპეცსკოლის წარმომადგენლები ანი ნოდია და მარიამ ოქროპირიძე, ანიმ ციგურებით სრიალში მეექვსე ადგილი, ხოლო, მარიამმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ანი და მარიამი ერთი წლის წინ პირველად დადგნენ ყინულზე. მათ სპეციალისტების ინტენსიური მუშაობის საფუძველზე შეძლეს წარმატების მიღწევა. ანიმ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, შეძლო თავისი ხმა მიეწვდინა მსოფლიოსთვის, რომ მასაც თანატოლების მსგავსად შეუძლია იყოს ჩემპიონი.