ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს, სანდიეგოს(აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდი ეწვია. საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავასა და ამერიკელი რაგბისტების პატივსაცემად, ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ თავის რეზიდენციაში მიღება გამართა.
ამერიკელი და ქართველი რაგბისტები ამხანაგურ შეხვედრას 2 აპრილს გამართავენ.