განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “თავისუფალი გაკვეთილების” პორექტის ფარგლებში (სახელოვნებო, სპორტული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და წიგნიერების კლუბები), საქართველოს მასშტაბით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის აუცილებელი რესურსების შესყიდვის საჭიროებიდან გამომდინარე, მოუწოდებს დაინტერესებას იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სკოლებს მიაწოდონ შემდეგი კატეგორიის საჭირო რესურსები:
• სპორტული ინვენტარი/აღჭურვილობა;
• საკანცელარიო ნივთები;
• ნაბეჭდი წიგნები;
• მუსიკალური ინსტრუმენტები და აქსესუარები;
• საფეიქრო ნაწარმი და დაკავშირებული ნივთები;
• ტექსტილის ნართი და ძაფი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა მოგვაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის, ფილიალების, შესყიდვის ფორმის შესახებ თანდართული განაცხადით 2017 წლის 5 მაისამდე, რომელიც ინფორმაციის სახით გაეგზავნება სკოლებს და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.