საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა.
პარტნიორი კერძო კომპანიის ბაზაზე შექმნილი ცენტრის საქმიანობას წარმოადგენს - ავტორიზებული პროგრამების განხორციელება (ტურიზმი, მეწარმეობა, მშენებელი, აიტი ტექნოლოგიები, სარესტორნო და სასტუმრო საქმე, მზარეული, კონდიტერი, სტილისტი...); მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების ტრენინგ-კურსების განხორციელება; სასწავლო პროცესში რეგიონში არსებული ბიზნეს სექტორის ჩართულობის გაზრდა; დუალური განათლების დანერგვა და პოპულარიზაცია; სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების მოძიება; პროექტების განხორციელება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ამჟამად ცენტრში, აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთითა და აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 4-თვიან გადამზადების პროგრამას 100 პროფესიული სტუდენტი გადის. მათ ლექციებს უკითხავთ, როგორც კოლეჯის პედაგოგები, ასევე ბიზნესის ( რადისონი, სასტუმრო MC, ეიფორია და სხვა), კომპანიებისა და სასტუმროების გამოცდილი მენეჯერები. სდუდენტები პრაქტიკას ცენტრში არსებულ ლაბორატორიებსა და სხვადასხვა კომპანიებში გადიან.