11.04.2010
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების
ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს მოსწავლეების შეფასების არსებული
სისტემა გააცნეს და მისი
დახვეწის და განვითარების
შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
სამინისტროს ამოცანაა, რომ მოსწავლეების შეფასება იყოს გამჭვირვალე და ობიექტური. სწორედ, ამიტომ საზოგადოებრივი დარბაზის
თანამონაწილეობა და მათი შეხედულებების გაზიარება
ამ პროცესში მნიშვნელოვანია. მოსწავლეთა შეფასების ათ-ქულიანი სისტემა გულისხმობს მოსწავლის ნიშნის გამოყვანას საგნის
შესწავლის სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით. სავალდებულო კომპონენტებს ადგენს
სკოლა კათედრების მეშვეობით, ხოლო არჩევითი კომპონენტები დგინდება მასწავლებლისა
და მოსწავლეეების ერთობლივი შეთანხმების
საფუძველზე.
ასევე შეხვედრაზე
საზოგადოებრივი დარბაზის წევრები დეტალურად გაეცნენ სახელმძღვანელოების
შეფასების ახალ წესებს.
როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო
სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების
ახალი წესი შეიმუშავა.
ამ კუთხით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების
ცენტრის მიერ შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და
პრინციპები, რომელთა მიხედვითაც უნდა
აღმოიფხვრას გრიფის მინიჭების პროცესში
არსებული ხარვეზები, რის შედეგადაც სკოლები და მოსწავლები უზრუნველყოფილნი
იქნებიან ხარისხიანი სახელმძღვანელოებით.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა
და შეფასების ცენტრის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში აქცენტები გაკეთდა
საკონკურსო პროცედურებზე, სახელმძღვანელოების შეფასების ახალ კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.