საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს, გერდ მიულერს დახვდა.
მინისტრი თბილისში საქართველო-გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩამოვიდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
გერდ მიულერი, შეხვედრას გამართავს ასევე ვიცე-პრემიერებთან, რის შემდეგაც ის პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ დათვალიერებს, რომელიც გერმანული მხარე დიდი ხანია თანამშრომლობს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი კოლეჯში ახალ პროგრამას „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ოფიციალურად გახსნის, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ხორციელდება.