საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრ გერდ მიულერთან, სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა.
მინისტრებმა შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობის გეგმები განიხილეს, სადაც გადაწყდა, რომ განათლების სფეროში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების კუთხით, გერმანული მხარე საქართველოს მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. გერდ მიულერის თქმით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, გერმანიის მთავრობა ამ მიმართულებით დახმარების გაორმაგებას გეგმავს.
გერდ მიულერი, რომელიც საქართველოში საქართველო-გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში პროფესიული კოლეჯ „სპექტრს“ დაათვალიერებს.