წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ღონისძიებით აღნიშნა. ამ დღეს გაიმართა ევროპული კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის „ჩემი ევროპული საქართველო“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.
გამარჯვებულ ავტორებს სიგელები გადასცეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც სოფელ ტანძიაში, სულხან-საბას სახლმუზეუმში აღინიშნა, ახალგაზრდა მწერლებმა, ჟვანიას სკოლის მსმენელებისათვის, კლასიკოსი მწერლების ევროპულ არჩევანზე ლექცია-დისკუსიაც გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეროვნულ უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებაა. სკოლისათვის მნიშვნელოვანია ხელი შუწყოს ეროვნულ უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში, სახელმწიფო ენის ცოდნა ეხმარებათ მათ მიიღონ ის სიკეთეები რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს.