საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დამოკიდებულების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ავღანეთში მებრძოლი ვეტერანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს.
2016 წელს ქ.მარნეულის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სამ საჯარო სკოლაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, საიმერლოს საჯარო სკოლაში გარემონტდა სპორტული დარბაზი, სოფელ კაჩაგანის N 1 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სააქტო დარბაზს, ხოლო სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში საკლასო ოთახები გარემონტდა.