„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ბიზნეს კონფერენცია გამართა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში მიმდინარე „ელექტრიკოსის“, „შემდუღებლის“, „კონდიცირების სისტემის სპეციალისტისა“ და „წყალანირების სისტემის სპეციალისტის“ მიმართულებით მიმდინარე და ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესის შესახებ ინფორმაციის მოწოდება წარმოდგენილი ბიზნეს სექტორისთვის, მათი ჩართულობის შესაძლებლობების განხილვა და კოლეჯის გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ შორის, რომელის ფარგლებში კოლეჯის პროფესიული სტუდენტები შეძლებენ საწარმოში პრაქტიკის გავლას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს, ბიზნეს სექტორისა და პროექტის საერთაშორისო პარტნიორის „Pearson” წარმომადგენლები.