2013-2016 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები
17.05.2017 2013-2016 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები:
დასრულებულია 13 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა (1-თბილისში, 12- რეგიონებში)
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა (თბილისში - 2, რეგიონებში - 7 საჯარო სკოლა)
განხორციელდა საჯარო სკოლების 1401 შენობაში (თბილისში- 148 და რეგიონებში- 1253 სასწავლო კორპუსში) 1840 ინფრასტრუქტურული პროექტი, შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაციის მიზნით. (თბილისში - 430 და რეგიონებში - 1410 სასწავლო კორპუსში).
538 საჯარო სკოლაში განხორციელდა სახურავების რეაბილიტაცია-მოწყობა. (თბილისში - 38 და რეგიონებში - 500 სასწავლო კორპუსში)
416 საჯარო სკოლაში განხორციელდა კარ-ფანჯრების რეაბილიტაცია. (თბილისში - 20 და რეგიონებში - 396 სასწავლო კორპუსში)
186 საჯარო სკოლაში განხორციელდა სველი წერტილების რეაბილიტაცია - მოწყობის სამუშაოები.(თბილისში - 37 და რეგიონებში - 149 სასწავლო კორპუსში)
169 საჯარო სკოლაში განხორციელდა გათბობის სისტემის რეაბილიტაცია - მოწყობა.(თბილისში - 49 და რეგიონებში - 120 სასწავლო კორპუსში)
30 საჯარო სკოლაში განხორციელდა სპორტული მოედნის მოწყობა, (თბილისში - 6 და რეგიონებში - 24 სასწავლო კორპუსში) ხოლო 98 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. (თბილისში - 22 და რეგიონებში - 77 სასწავლო კორპუსში)
2014-2016 წლებში დასრულებულია 350 საჯარო სკოლის შენობაში ექიმის კაბინეტის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. დარჩენილია 150 სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა, რაც განხორციელდება 2017 წელს.