2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს (IBF Batumi) მასპინძლობს, მასში 6 მსოფლიო კლასის სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
უნიკალური ფორმატის ბიზნეს ფორუმი აერთიანებს ერთის მხრივ მსოფლიო კლასის სპიკერებს, მსხვილი ბიზნესისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, და მეორეს მხრივ, სტარტაპებს. IBF-ის ფარგლებში ვიზიტორები ექვსი სპიკერის მასტერკლასებს დაესწრებიან.
ფორუმის სპიკერები:
პიერლუიჯი კოლინა - ფიფას მიერ, წლის ნომერ პირველ მსაჯად, 6-ჯერ იქნა აღიარებული. მას ბიზნესსამყაროც იცნობს ქოუჩის სახით.
დანანჯაია ჰეტიარაჩი - ადამიანური რესურსების განვითარების ექპერტი. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი საჯარო გამოსვლებში.
შონ ფიცპატრიკი - რაგბის ლეგენდა, იყო ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების All Blacks-ის კაპიტანი. მას ბიზნესსამყაროც იცნობს ქოუჩის სახით.
კევინ გასკელი - იყო პორშესა და ლამბორგინის ხელმძღვანელი.
მარშალ გოლდსმითი - ორჯერ დაასახელეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ლიდერშიპის მოაზროვნედ. ის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქოუჩია.
ჯონ კინგი - ნიუ იორკ თაიმსის და უოლ სთრით ჯორნალის ბესტსელერის - Tribal Leadereship-ის ავტორი, საერთაშორისოდ აღიარებული როგორც უფროსი მასწავლებელი, მწვრთნელი და ლიდერი.