საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მედია-ტექნოლოგიების ლაბორატორია და სტუდენტური ტელევიზია გაიხსნა. ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასთან ერთად, საშუალება ეძლევათ შექმნან მედია-ბაზრისთვის (და არა მარტო) მოთხოვნადი პროდუქტები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაბორატორიაში დამონტაჟებულია მსოფლიო დონის 3დ სტერეოსკოპული აგრეგატი (Rig), რომელიც ინჟინერ-გამომგონებელმა ზაზა ლომიძემ, რუსთაველის ფონდის მირ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნა.
თანამედროვე ლაბორატორია და ახალი სასწავლო პროგრამები ეს ის სიახლეა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გზას დიდი ჟურნალისტიკისაკენ გაუკვლევს. მალე „სტუსტარი“ თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.