საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების საერთაშორისო ცენტრი 2017 სასწავლო წლისთვის აცხადებენ კონკურსს უნგრელი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის. დაინტერესებული პირები განათლებას საქართველოში საზაფხულო სკოლებში მიიღებენ.
კონკურსანტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოთავაზებული პროგრამებიდან შეეძლებათ აირჩიონ შემდეგი კურსები:
კონკურსანტებს შეუძლიათ აირჩიონ Independent Study/Tailor Made Programs, დააფიქსირონ თავიანთი ინტერესი. უნივერსიტეტები მათ ასევე შესთავაზებენ შესაბამის კურსებს, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ანთროპოლოგიის, კავკასიოლოგიის, მშვიდობის, რუსული ენისა ან/და ხელოვნების სწავლებით.
სტიპენდიანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით 600 ლარის ოდენობით.
ელ. განაცხადები მიიღება 2017 წლის 6 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით (საქართველოს დროით 20:00; ცენტრალური ევროპის დროით 18:00) https://app.iec.gov.ge/en/.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს: - ttodria@gov.ge.