წელს პირველად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური ერთობლივ „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას. პროექტი ხელი შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს - სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში; გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით; თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.