კავკასიის უნივერსიტეტის ახალიშენობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულა. შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება საქართველოში, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ზოგადად, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშანვია, რომ შენობა, სადაც თანამედროვე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება განთავსდება 1909 წელს აშენდა და აქ წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილი სასწავლო დაწესებულება - სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა. ფუნქციური თვალსაზრისით მასში ყოველთვის სასწავლო დაწესებულებები იყო განთავსებული: თავდაპირველად სომხური სემინარია, შემდეგ 1960 წლამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1960 წლიდან კი,მანქანთმშენებლობისა და ელექტროტექნიკის საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 1976 წლიდან ეს შენობა შეტანილი იქნა უცხოელ სტუმართა დასათვალიერებელ ობიექტთა სიაში.