ევროპის პირველ საერთაშორისო ოლიმპიადაზე ფიზიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების ორმა წევრა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოლიმპიადა ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა და მასში 20 ქვეყნის 95 წარმომადგენელი.მონაწილეობდა. საქართველოს გუნდი დაკომპლექტებული იყო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფიზიკის (XI-XII კლასები) რეიტინგული სიის პირველი 5 მოსწავლით,
ევროპის პირველ ოლიმპიადაზე ფიზიკაში მედლები კომაროვის ფიზიკა - მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა - კონსტანტინე გაგნიძემ (ვერცხლი) და გიორგი გრიგოლიამ მოიპოვეს (ბრინჯაო), გუნდის სხვა წევრები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ. გუნდს ხელმძღვანელობდნენ - დავითი ნიშნიანიძე (ა. რაზმაძის სახ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა), თეიმურაზ კალატოზი (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) და სანდრო მალუძე (ილია ვეკუას სახ. თბილისის N42 ფიზიკა - მათემატიკური სკოლა).