ცნობილი ქართველი ისტორიკოსის მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, სამეცნიერო კონფერენციით - „მარიამ ლორთქიფანიძე - 95“ აღინიშნა. კონფერენციის დაწყებამდე ღვაწლმოსილ მეცნიერს მიესალმნენ და იუბილე მიულოცეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძე.
საიუბილეო ღინისძიების ფარგლებში პროფესორ თედო დუნდუას საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების მე-12 ტომის პრეზენტაციაც გაიმართა, ასევე შედგა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორის ნინო კაკულიას დოკუმენტური ფილმის „ისტორიამ რა ჰქმნა?“ ჩვენება. ფილმი აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოღვაწეობას ეძღვნება.