საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსი - „ სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის“ დასრულდა. კონკურსის შედეგად 5 გამარჯვებული (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გამოავლინდა, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში თბილისს ეწვევიან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შემდეგ საზაფხულო კურსებს გაივლიან:
• ინდივიდუალური კურსი - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ;
• საქართველოს მითოლოგია;
• საქართველოს ეთნოგრაფია.
სტიპენდიანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით 600 ლარის ოდენობით.
ელ.განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2017 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 20 ივნისის ჩათვლით.