საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, სამხედრო ბაზა ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც 1056 მოსწავლეს 2017 წლის ივლის-სექტემბერში ნაკადებად (თითოეულ ნაკადზე 132 მოსწავლე) უმასპინძლებს. ბანაკი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან ერთად.
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრება, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდა.
წელს, სახელმწიფო დაფინანსებით ზაფხულის განმავლობაში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე გაემგზავრება 60-მდე ნაკადი, ჯამში 11 000-მდე სკოლის მოსწავლე.