საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის, ორგანიზებით პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთათვის, რომლებიც ჩართულნი არიან დუალური მიდგომით მეღვინის საგანმანათლებლო პროგრამის პილოტირებაში, სემინარი მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ღვინის ეროვნული სააგენტოს ფუნქციებს, ღვინის სექტორის განვითარების სტრატეგიას, დარგის მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემებს, ქართული ღვინის მარკეტინგის გეგმას, დარგის რეგულირების საკითხებსა და საექსპორტო მოთხოვნებს გაეცნენ.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) „კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამის“ ხელშეწყობით, 2015 წლიდან, მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური მიდგომით სწავლება ღვინის სექტორში.
პილოტირების პროცესში ჩართულნი არიან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ და „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“. კერძო სექტორის მხრიდან „ქინძმარაულის კორპორაცია“, „შატო მუხრანი“, „შუხმანვაინს“, „შუმი“, „მარანული“, „შადრევანი“, “ ქინძმარაულის მარანი“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.