შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდა, რითიც 2021 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი დასრულდა.
პროფესიულ განათლებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის კონკურსს „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“აცხადებს
ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლეჯი „ახალი ტალღა“ ქობულეთსა და ხულოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღებას აგრძელებს
„სპეციალური მასწავლებლის წარმატებას მხოლოდ მუდმივი პროფესიული განვითარების სურვილი, მაღალი მოტივაცია და პროფესიის სიყვარული განაპირობებს“, – მიიჩნევს თბილისის N173 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი მარიამ მათეშვილი, რომლის მიზანს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა წარმოადგენს
ათასწლეულის ფონდმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით – „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ვიკიმედიის ქართული ჯგუფი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებს, საკონკურსო მასალის თემატიკისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობის მიზნით, სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ შეძლეს 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება, დამატებითი საგამოცდო სესიები ქართული ენა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენასა და ისტორიაში განისაზღვრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილეს
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზების პროექტს“ და ამით ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა და წარმატება მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურნირში მონაწილეობით ახალგაზრდებმა შეძლეს თავიანთი განსაკუთრებული შესაძლებლობების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით, გაიღრმავეს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები, რაც სამეცნიერო მიღწევების ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ასეთ პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურნირს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა
2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია.