საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, უკრაინელ მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებს ინტერაქციულ ვებინარებს სთავაზობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომელთაც ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს, სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს.
„როცა ენა არ არის ბარიერი მეტია ნდობა, ურთიერთგაგება და სიყვარული,“ – სწორედ ეს არის, რაც უქმნის უდიდეს მოტივაციას „ქართულის, როგორც მეორე ენის“ პედაგოგს ჯულიეტა ქვარაიას, ემსახუროს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის უმნიშვნელოვანეს საქმეს.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნიკა თიკანაშვილი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უმასპინძლა, პირადად მიულოცა პროფესიული დღე და მადლობა გადაუხადა იმ გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც თითოეული მათგანი ყოველდღიურად მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად აკეთებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კაირატ აბდრახმანოვს უმასპინძლა, რომელსაც სამინისტროს მიერ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალგორიდან დევნილ ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს შინ ეწვია და მას დედაენის დღე მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩები“ კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
14 აპრილი დედაენის დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დედაენის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების" პროგრამის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.