ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება; პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება.
პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის ახალი სახელმძღვანელო “საავტომობილო გზების მშენებლობა” გამოიცა.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია, შეხვდა კოლეჯის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტს და პირადად გაეცნო სსსმ სტუდენტებისთვის კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის წარდგენას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ბიზნეს სექტორთან შეხვედრების კამპანია „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მორიგი ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაიასთან, პალატის წევრი და სხვა დაინტერედებული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.
ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პანდემიის შემდგომ ამოქმედების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად კოლეჯების დირექტორებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პანდემიის პირობებში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით დამტკიცებული პროტოკოლის რამდენიმე პუნქტი განმარტა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, განისაზღვრა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ვადები და უსაფრთხოდ ჩატარების წესები.