22 თებერვალს, გამოფენების ცენტრში ექსპოჯორჯია, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
2019 წლის 21 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის განახლებული საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VIII სხდომა გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ის სიახლე ამცნო, რომელიც ახლო მომავალში სამინისტროში იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
2018 წლის დეკემბერში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, განახლებული საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო, რომელიც ძალაშია 2021 წლის ბოლომდე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი მომსახურების მოდელი შეიმუშავა. პროექტს დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები გაეცნენ.